პროექტი: „ლელო“
1) სოფელ შუხუთში ლელოს მონუმენტის მიმდებარე სკვერის მოწესრიგება.
2) პრობლემის გადაჭრა აქტუალურია იმიტომ, რომ სკვერი საჭიროებს ყურადღების მიქცევას.
3) პროექტის მიზანია ლელოს სახელობის სკვერის გაწმენდა, ყვავილების გაშენება, ნაძვების დარგვა, სკამების დამონტაჟება, სასმელი წყლის „სოკოს“ მოწყობა.
4) პროექტს ანხორციელებს სკოლის 2013 წლის კურსდამთავრებულნი.
5) პროექტი უნდა განხორციელდეს 2013 წლის 1აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.
6) პროექტის განხორციელების შემთხვევაში გალამაზდება სოფლის იერსახე, შეიქმნება დასასვენებელი ადგილი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის.
7) პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ნერგები, საჭირო ინვენტარი(1000-1200ლარი).
8) ფინანსური მხარის უზრუნველყოფის მიზნით, საპროექტო ჯგუფი განცხადებით მიმართავს ლანჩხუთის რაიონის მუნიციპალიტეტს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის მონაწილეები შესრულებულ ფიზიკურ სამუშაოში ანაზღაურებას არ ითხოვენ, ვინაიდან სკვერი მდებარეობს მათი მშობლიური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი სურვილია თაობებს მისცენ მაგალითი, როგორ მოუარონ სოფელს.
პროექტის ხელმძღვანელი: თ. გოგუაძე
E-mail – tamila5511@gmail.com